მასწავლებლის ეროვნული დღე რუსთავში [photo]

2023-10-28 20:08:49

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით რუსთავის "დამოუკიდებლობის სკვერში" ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება USAID-ის საბაზისო პროგრამის ორგანიზებით გაიმართა და მასში რუსთავის სხვადასხვა სკოლიდან მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

რეკრეაციულ სივრცეში თითოეულმა სკოლამ საკუთარი საგანმანათლებლო აქტივობა წარმოადგინა და იქ მისულ სტუმრებს მიღწევები გააცნო. სკვერში ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მოწყობილი ჰქონდა გამოფენაც.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს რუსთავის მერის მოადგილემ ოთარ ტატალაშვილმა და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნენსი პარკსმა.

მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ახალი ინიციატივის თანახმად, იგი ყოველი წლის 27 ოქტომბერს - მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.