რატომ დარეკეს რუსთავის ერთ-ერთი კორპუსის ეზოდან ბავშვებმა 112-ში [video]

2023-10-28 19:35:49

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსთან სამაშველო სამსახურის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კორპუსის ეზოში აღნიშნული სამსახურები ბავშვებმა გამოიძახეს.

როგორც ერთ-ერთმა მცირეწლოვანმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, მან 112-ში კნუტის დახმარების მიზნით დარეკა.

როგორც გაირკვა, კატა სიმაღლეზე იყო დარჩენილი და უკან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.

მაშველებმა ცხოველს დახმარება აღმოუჩინეს.



 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები