რუსთავის კულტურის და დასვენების პარკში, ნიჩბოსნობაში რუსთავის ღია პირველობამ აიღო სტარტი.
დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ორდღიან ტურნირს 150-მდე მონაწილე ჰყავს.
მასში როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე სომხეთიდანაც ასპარეზობენ სპორტსმენები.
ტურნირის პირველი დღის გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
მტავარი თასი, რომელიც ალექსანდრე წივწივაძის სახელობის გახლავთ, 14 წლის იოანე ნებიერიძეს გადაეცა, რომელიც გამარჯვებული 500 მეტრიან დისტანციაში გახდა.
გამარჯვებული სპორტსმენები ნიჩბოსნობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ალექსანდრე წივწივაძემ, რუსთავის მერის მოადგილემ ოთარ ტატალაშვილმა, საკრებულოს წევრებმა მიხეილ ბერუაშვილმა და ზურა ტაბაღუამ, ასევე ააიპ "რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის'' სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დემეტრაშვილმა დააჯილდოეს.
ტურნირი ხვალ, 28 ოქტომბერსაც გრძელდება. ცენტრალურ პარკში სანახაობა 11:00 საათიდან დაიწყება.
დასწრება თავისუფალია.