რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მძღოლსა და მგზავრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მძღოლმა მგზავრს მიუთითა, რომ ტრანსპორტში ძაღლის აყვანა ალიკაპის გარეშე არ შეიძლებოდა
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟიც.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განუცხადეს, ავტობუსში ალიკაპის გარეშე შესაძლოა აიყვანონ ძაღლი, რომელიც ე.წ. ოთახის, მცირე ზომის ძაღლები, ოღონდ პატრონს ხელში უნდა ჰყავდეს აყვანილი, ხოლო ძაღლს, რომელსაც ღვედი უკეთია და არ ჰყავთ ხელში აყვანილი, ავტობუსში აუცილებლად უნდა იყოს ალიკაპით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 20 ლარით.
მათი თქმით, შესაბამისი საინფორმაციო სტიკერები ავტობუსებშიცაა გამოკრული.