რუსთავში ცემენტის ერთ-ერთი საწარმოში მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა.
არსებული ინფორმაციით, ვარდნის შედეგად დაშავებული 45 წლამდე მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ჯერ კლინიკა რუსთავში, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.
კლინიკა რუსთავის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის, ლალი ღირსიაშვილის თქმით, პაციენტი საშუალო სიმძიმის იყო.
"პაციენტი იყო ადეკვატური, ორიენტირებული, საღად მოაზროვნე. იყო სპონტანურ სუნთვაზე. დაზიანებული ჰქონდა წელის და გულმკერდის მალები, ისიც კომპრესიის გარეშე. გახლდათ საშუალო სიმძიმის", - განაცხადა ღირსიაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპჟები იყო მობილიზებული.