სპეცოპერაცია მცხეთაში (ვიდეო)

2017-11-23 18:11:32

შსს-მ მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით 4 პირი: 1991 წელს დაბადებული ბ.ბ., 1993 წელს დაბადებული ზ.მ., 1985 წელს დაბადებული თ.შ. და 1989 წელს დაბადებული თ.რ. დააკავა.

როგორც გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, თბილისში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1984 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხელ-ფეხ შეკრული ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და განთავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრებს 7 000 ლარი მოსთხოვეს.

სამართალდამცველებმა, ოთხივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მცხეთის შესასვლელში დააკავეს. პოლიციამ, ვ. მ. უვნებლად გაათავისუფლა.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს. ნახეთ ვიდეო.