2023-10-20 11:31:59
სამტრედიაში ცეცხლსასროლი იარაღით 36 წლის კაცი მოკლეს.
შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ სტადიონთან მოხდა. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს, ის ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობის სავარაუდო მოტივად შურისძიება სახელდება.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცახდეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.