ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, იტალიის რესპუბლიკიდან მომავალი 4500 ცალი ზეთისხილის ნერგით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტრების მიერ, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო - საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კერძოდ, თანმხლებ ნიადაგში დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.