სამედიცინო პერსონალს მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ

2023-10-17 11:36:28

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა გაფართოვდება.

კერძოდ, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს:

უმცროსი ექიმი - თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში - 5 ლარი) დარიცხული

ექთნის თანაშემწე - თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში - 3,5 ლარი) დარიცხული

ბებიაქალი - თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში - 4,4 ლარი) დარიცხული

სანიტარი - თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში - 3 ლარი ) დარიცხული

უწყება ამბობს, რომ ხელფასის ზრდა 6 000-მდე პირს შეეხება.

სამინისტრო ამბობს, რომ მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება.

რეფორმის პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან, მინიმალური ანაზღაურება დაინერგა ექიმებისა და ექთნებისთვის