მამამ შვილი მოკლა

2023-10-16 18:05:04

გორის მუნიციპალიტეტში, 39 წლის კაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს.

არსებული ინფორმაციით, მას მამამ, ნაჯახით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

როგორც "ინფო რუსთაცს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.