ისრაელი-ჰამასის ომი მერვე დღეა მიმდინარეობს.
ისრაელი ღაზაში “მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს” მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც დარწმუნდება, რომ ის სამოქალაქო პირებმა დატოვეს.
CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს.
თავდაცვის ძალები ასევე უარყოფენ, რომ ღაზაში სამხრეთით მიმავალ კოლონაზე თავდახმა განახორციელეს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მხრიდან სარაკეტო შეტევების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ღაზის სექტორში 50 000 ორსული ქალია, რომელთა კოშმარში უწევთ ცხოვრება.
გერმანია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ისრაელში, პალესტინასა და ლიბანში მოგზაურობისგან.
ისრაელის თავდაცვის სამსახურის განცხადებით მათ ჰამასის კიდევ ერთი ლიდერი ბილალ ალ ქედრა მოკლეს.
ასევე ისრაელი საპასუხო ცეცხლს გახსნის ლიბანის მიმართულებით, საიდანაც მათი ტერიტორიები დაიბომბა.