სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლშია. რეგიონების მიხედვით საშუალო ხელფასის სტატისტიკა ასეთია:
- თბილისი - 1 958.8 ლარი
- მცხეთა-მთიანეთი - 1 750.1 ლარი
- ქვემო ქართლი - 1 500.8 ლარი
- აჭარა - 1 464.5 ლარი
- სამცხე-ჯავახეთი - 1 210.3 ლარი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 202.4 ლარი
- იმერეთი - 1 182.2 ლარი
- შიდა ქართლი - 1 154.4 ლარი
- გურია - 1 146.8 ლარი
- რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 1 138.3 ლარი
- კახეთი - 1 079.6 ლარი
- ამავე მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში ქვეყნის მასშტაბით საშუალო ხელფასის ოდენობა 1 759.1 ლარს შეადგენს.