პოლონეთში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაკავებულების ასაკი 28-დან 55 წლამდეა და მათ ბრალად პოლონეთში უკანონოდ ყოფნა ედებათ.
ოთხმა ქალმა და ორმა მამაკაცმა პოლონეთში ლეგალურად ყოფნის კანონი დაარღვიეს.
როგორც პოლონური მედია წერს, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მათი ქვეყნისთვის არასასურველ ადამიანთა სიაშიც იყო.
დაკავებულ ქართველებს მომდევნო 30 დღის განმავლობაში საქართველოში დააბრუნებენ.