ავარია მაგისტრალზე მსხვერპლით დასრულდა

2023-10-13 23:30:15

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

შედეგად ერთ-ერთ მანქანაში მყოფი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.