რუსთავში ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულეს შეეჯახა

2023-10-13 20:24:59

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულეს შეეჯახა.

როგორც თვითმხილველებმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ველოსიპედით მოძრავი 20 წლის ბიჭი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. მას ხელის არეში მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები