გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია, ტერორიზმში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ლიკვიდაციით დასრულდა. სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელიც, რომელიც თავის არეში იყო დაჭრილი. ის კლინიკაში ოპერაციის დასრულების შემდეგ გარდაიცვალა. სპეცოპერაცია თითქმის 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცრაზმმა საცხოვრებელ კორპუსზე შტურმი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ, რამდენჯერმე მიიტანა. მთელი დღის განმავლობაში ისმოდა ინტენსიური სროლის ხმა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურები, ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ. შესაბამისი უწყებები კომენტარის გაკეთებას უახლოეს პერიოდში აანონსებენ.
"ინფო რუსთავი" მთელი დღის განმავლობაში სპეცოპერაციის ეპიცენტრში იმყოფებოდა. ნახეთ ვიდეო.