სპეცოპერაცია თბილისში

2017-11-22 10:18:08

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლის და აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის. არსებული ინფორმაციით #46 კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, სადაც მათი აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაცია უკვე 16 საათია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით პოლიციელებმა შტურმი მიიტანეს იმ კორპუსში სადაც სავარაუდო დამნაშავეები იმყოფებიან. ამ მომენტისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.