ჩხოროწყუში, შუახნის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.
სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.