კორონავირუსის შემთხვევები რუსთავში

2023-10-05 13:58:35

რუსთავში, წინა კვირებთან შედარებით, მიმდინარე კვირაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მეორე დიაგნოსტიკურ ცენტრებში განუცხადეს.

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, გუშინ მათთან გატესტილი 30 პაციენტიდან კოვიდი 2-ს დაუდასტურდა.

"ამ კვირაში მოიკლო. ორშაბათს იყო 10, სამშაბათს 7 და გუშინ 2", - განაცხადა ადამიამ.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირებში ქალაქში კოვიდის შემთხვევების ზრდა შეინიშნებოდა.