რუსთავში კოვიდით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა

2023-09-26 17:54:31

რუსთავში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პირველ და მეორე დიაგნოსტიკურ ცენტრებში განუცხადეს.

როგორც პირველი დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი მერი ლოლაძე აცხადებს, ბოლო კვირაში გატესტილთა თითქმის ნახევარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მეორე დიაგნოსტიკურის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, გუშინ მათთან გატესტილი 57 პაციენტიდან 17-ს კოვიდი დაუდასტურდა.

მედიკოსები აცხადებენ, რომ პაციენტებს, რომლებიც მათ მიმართავენ ძირითადად ყელის ტკივილის, ტემპერატურის, დაღლილობისა და ცრემლდენის სიმპტომები აქვთ.