2023-10-04 23:58:50
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ახალშობილი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია TV25 ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მათივე ინფორმაციით, ბავშვი მშობიარობის პროცესში დაიღუპა.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.