კომპანია "გალფი" მოსახლეობას თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, არ გაუზიარონ პირადი ინფორმაცია არასანდო პირებს.
ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა თაღლითური გვერდები, რომლებიც მოტყუებით, კომპანია "გალფის" სახელით საზოგადოებას სთავაზობენ წამახალისებელ გათამაშებებში ჩართვას და სთხოვენ პირად ინფორმაციას. კომპანია "გალფს" აღნიშნულთან კავშირი არ გააჩნია.
ყველას მოვუწოდებთ არ მოტყუვდნენ და არ გასცენ პირადი ინფორმაცია მსგავსი ტიპის შემოთავაზებების სანაცვლოდ. ეს არის თაღლითური სქემა, რომლითაც ცდილობენ ხალხის მოტყუებას და ფულის გამოძალვას.