პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, წელს მევენახეებს, რომლებსაც ვენახები დაესეტყვათ, დახმარება გადაეცემათ.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ერთ ჰექტარზე 3500 ლარის თანხა გამოიყოფა.
"მევენახეებს ვენახები დაესეტყვათ, ჩვენ 20 მლნ ლარის დაზიანებული ყურძენი უკვე ჩავიბარეთ, ამის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, კიდევ დავეხმაროთ მევენახეებს და დაზიანებულ ერთ ჰექტარზე 3500 ლარს გამოვყოფთ დახმარების სახით. ეს თანხა მათ დაეხმარებათ დაზიანებული ვენახები გადაარჩინონ და აღადგინონ"- ამბობს პრემიერი.