შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მიმართ ბულინგის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, საჯარო სკოლის მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ.
როგორც არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, მეცხრე კლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა, არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა.
უფლებადამცველის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა სამართალდამცველები საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.