პენსია იზრდება

2023-09-29 15:07:20

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლის წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში ასაკობრივი პენსიის ზრდა იგეგმება. 

"ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტი 870 ლარით იზრდება. ასევე პენსიების ზრდა გვაქვს. 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია იზრდება 50 ლარით 415 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 500 ლარს მიაღწევს. აქვე შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია 110 და 125 ლარი იყო. ახლა იქნება 415 ლარი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 500 ლარამდე გაიზრდება. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგი. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 315 ლარით განისაზღვრება, ხოლო მაღალმთიან რეგიონში 380 ლარამდე მიაღწევს",- აცხადებს ღარიბაშვილი.