ჩოხატაურში, გოგოლეს უბანში, 23 წლის მამაკაცი მოკლეს.
მომხდართან დაკავშირებით დეტალები ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.