სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა.
34 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კაცი საკუთარ სახლში ელექტრო-გაყვანილობას აკეთებდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.