2023-09-26 16:46:31
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების მგზავრების კონტროლი მიმდინარეობს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მერიაში განუცხადეს, მიმდინარე მონიტორინგის პროცესში კონტროლიორები ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უბილეთო მგზავრს აფრთხილებენ.
შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრიდან კონტროლი გამკაცრდება და მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში კონტროლიორი 20 ლარიან ჯარიმას გამოწერს.