საჯარო სკოლებში 2023-2024 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო და 29 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ამ სემესტრში 2 ოფიციალური დასვენების დღეა.
სკოლები 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობასა და 23 ნოემბერს, გიორგობას დაისვენებენ.
სემეტრის დასრულების შემდეგ კი საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრამდე გაგრძელდება.