ბოლნისში კაცმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის კლინიკაშია მოთავსებული.
ადგილობრივის თქმით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.
როგორც შსს-ში განგვიცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ჯერ-ჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია.