ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაზარალებული და ეჭვმიტანილი მეზობლები არიან თუმცა, მათივე თქმით, საეჭვო არასდროს არაფერი შეუმჩნევიათ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.