სასაფლაოზე არასრულწლოვანი დაჭრეს

2023-09-23 11:17:39

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა სოფლის სასაფლაოზე, ღამის საათებში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა შელაპარაკება. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.

მათივე ცნობით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე.