საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორზე, 65 წლის ოთარ გელაშვილზე ანგარიშსწორების საქმეზე 23 წლის ახალგაზრდაა დაკავებული და მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის ბრალეულობას არ აღიარებს და ამბობს, რომ გელაშვილს საერთოდ არ იცნობდა.
გამოძიება ჯერ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდება.
თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთმა პირმა კი ქვეყანა დატოვა.
ოთარ გელაშვილი 1 თვის წინ, გარდაბანში ტყეში მწყემსმა იპოვა. ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად გუშინ გარდაიცვალა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი გელაშვილის ბიზნეს-საქმიანობას უკავშირდებოდეს.
მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, გელაშვილმა გარდაბანში მიწა იყიდა და მისთვის ფულის წართმევა სცადეს, მეორე ვერსიით, კი, ის წილს ფლობდა ერთ-ერთ შპს-ში და პარტნიორებთან კონფლიქტი ჰქონდა
წყარო: მთავარი არხი