ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცლმოკიდებული სატვირთოდან მძღოლი ამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
გარდაცვლილი მამაკაცი თურქეთის მოქალაქეა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.