ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

2023-09-20 13:47:50

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან, ფოიეში ფიზიკური დაპირისპირებაა.

ხელჩართული ჩხუბია ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი კობახიძესთან კომენტარის გაკეთების დროს მივიდნენ და უთხრეს, რომ რუსეთის ჯაშუშია, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.

მანდატურებმა სცადეს, სიტუაცია განემუხტათ, თუმცა დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.

ოპოზიცია სკანდირებს - „რუსებო“. ფოიეში ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებიან „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები. ისინი ფოიეში სხდომათა დარბაზიდან ინციდენტის დაწყებიდან მალევე გავიდნენ.

პარალელურად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.