"მამა, ამას არ გაპატიებო, უფროსი გოგო ამბობდა"

2023-09-19 12:36:50

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მოკლა.

ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით მკვლელობას შეესწრნენ მოკლული ქალის არასრულწლოვანი შვილები.

ცოლისა და სიდედრის მკვლელობის შემდეგ კაცმა სუიციდი სცადა.

მკვლელობაში ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მკვლელობის დროს სახლში კიდევ ერთი პიროვნება იმყოფებოდა, რომელიც სროლის დროს ტუალეტში იყო ჩაკეტილი.

ადგილობრივების თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც გარდაცვლილის შვილები განწირული ხმით ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

"ბავშვები იყვნენ კიბესთან და მამა, ამას არ გაპატიებო, უფროსი გოგო ამბობდა. მეგონა, მეუღლე ხელით შეეხო. ამ დროს სასწრაფოც მოვიდა, პოლიციაც, ბავშვებს აწყნარებდნენ.  სროლის ხმა არ გამიგია“,- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფორმულასთან.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას.