რუსთავში სკოლიდან 49 ლეპტოპი მოიპარეს

2023-09-19 00:22:50

რუსთავში სკოლიდან 49 ლეპტოპი მოიპარეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, #23 საჯარო სკოლიდან ორმა, 20 წლამდე ახალგაზრდამ პირველკლასელთათვის განკუთვნილი ნოუთბუქები სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოიპარეს. ბიჭები სკოლაში ღამით ფანჯრიდან შეიპარნენ და 49 ნეტ-ბუქი გაიტანეს.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის, სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიული გამოძიების შედეგად, საქმე ცხელ კვალზე გახსნეს და ახალგაზრდა მამაკაცები რუსთავში დააკავეს.

ლეპტოპები პოლიციამ ნივთმკიცებად ამოიღო, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.