თავმჯდომარეს და მოადგილეების ვინაობა ცნობილია

2017-11-19 18:30:03

20 ნოემბერს, ორშაბათს, ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. "ინფო რუსთავისთვის" ცნობილია ვინ დაიკავებს საკრებულოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარეს მოადგილეების თანამდებობას. VI მოწვევის საკრებულოს ლევან ონიანი უხელმძღვანელებს, ლევან ონიანი მანამდე მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილე გახდება დავით რეხვიაშვილი, დავით რეხვიაშვილი ჭყონდიდელის მოსახლეობამ მაჟორიტარ დეპუტატად აირჩია. საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილის პოზიციას დაიკავებს ნინო ქავთარაძე, ნინო ქავთარაძე მანამდე საბიბლიოთეკო გაერთიანებაში მუშაობდა.

VI მოწვევის საკრებულოს სხდომა 15 საათზე დაიწყება, პირველ ეტაპზე საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ. ასევე ცნობილი გახდება ვინ ჩაიბარებს კომისიებს და ვინ უხელმძღვანელებს ფრაქციებს.