ორმა რუსთაველმა პარასპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

2023-09-07 16:55:06

ყაზახეთში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ორმა რუსთაველმა პარასპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა.

არსენ შოშიაშვილის გაწვრთნილი ირმა ზვერიაშვილი, რომელიც 65 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ მეტოქესთან დამარცხა და ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა.

ხოლო 80 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბესო ლეკიაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები