რუსთაველი სპორტსმენის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

2023-09-07 16:41:01

რუსთაველმა მკლავჭიდელმა გიორგი მელიქიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რუსთაველმა მკლავჭიდელმა, გიორგი მელიქიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.

გოგა მაღლაკელიძის მიერ გაწვრთნილმა რუსთაველმა სპორტსმენმა, რომელიც 85 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ნახევარფინალში ყაზახი მეტოქე ტალგატ აკტიევი დაამარცხა.

ყაზახმა სპორტსმენმა ორჯერ გაასაჩივრა დამდგარი შედეგი და ორივეჯერ მოუწია ქართველთან ხელახალი შეჯიბრი. რუსთაველმა გიორგი მელიქიშვილმა მეტოქის დამარცხება ორივეჯერ შეძლო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები