2 აუზი სანიტარული ნორმების დარღვევისთვის დაჯარიმდა

2023-09-07 11:16:42

ბათუმში ორი აუზი სანიტარული ნორმის დარღვევის გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყება იტყობინება, საცურაო აუზების გეგმური, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მონიტორინგი დასრულდა. შედეგად ლაბორატორიული კვლევა ამ დროისთვის 26 საცურაო აუზს ჩაუტარდა, მათ შორის ორი ობიექტი სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.

მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება საცურაო აუზის ჰიგიენური ნორმები, წყლის სინჯებზე ტარდება ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევა. შემოწმებას მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში "ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის" თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.