პაციენტის გადაყვანისას სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა

2023-09-04 17:36:27

მალთაყვა-ფოთის გადასახვევთან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა.

შემთხვევის დროს დაშავდა სასწრაფოს ექიმი, მძღოლი და პაციენტი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ფოტო: მთავარი არხი