2023-09-04 14:01:43
ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხას კანიონთან მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეგობართან ერთად იმყოფებოდა, ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ადგილობრივია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.