35 წლის კაცი მოკლეს

2023-09-04 11:06:54

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მკვლელობა მოხდა.

89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, პენსიონერ მეზობელს და ჯანიაშვილს კონფლიქტი წლების განმავლობაში, მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდათ, შემთხვევამდეც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება სწორედ ამ მიზეზით დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.