დღეიდან, ბუნებრივი აირის საფასური შემცირდა. თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ღირებულება 11 თეთრით, რეგიონებში კი 13 თეთრით დაკორექტირდა. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“, დედაქალაქში კი "თბილისი ენერჯის" მომხმარებელს შეეხება.
გაზგამანაწილებელი კომპანიების ინფორმაციით, "თბილისი ენერჯის" მომხმარებლებისთვის კომერციული ტარიფი 1,35 თეთრის ნაცვლად, 1,24 თეთრით განისაზღვრება, "სოკარ ჯორჯიაგაზის" შემთხვევაში კი ახალი ტარიფი 1,38 თეთრის ნაცვლად 1,25 თეთრი იქნება.
თუმცა, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან გაიზარდა. რეგიონების შემთხვევაში ტარიფმა 1.15 ლარიდან 1.38 ლარამდე მოიმატა, დედაქალაქში კი 1.10 ლარიდან 1.35 ლ