ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფის მოსასმენად ლოკომოტივის სტადიონზე ათასობით მოქალქე უკვე შეიკრიბა.
სცენა Imagine Dragons-ის კონცერტამდე, რუსთავულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, "Killages"-მა გახსნა. მათი გამოსვლა 19:30 საათზე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფის - Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება.
ჯგუფის სცენაზე გამოსვლამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი.
ბენდი საქართველოში ალბომ Mercury-ის ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. ეს ალბომი ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons-მა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.