ავარიას კურიერის სიცოცხლე ემსხვერპლა

2023-08-31 18:21:23

ავტოავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა.

გავრცლებული ინფორმაციით, "ფორდ მუსტანგის" მარკის ავტომობილი ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე დაეჯახა კურიერს, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა.

შემთხვევის შედეგად კურიერი დაიღუპა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).