იტალიაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მათ ბინებისა და კომერციული ობიექტების ძარცვა, ასევე, მოპარულის გასაღება ედებათ ბრალად.
სამართალდამცავები ამბობენ, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ რვა თვის განმავლობაში მოიპარა 100 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული პროდუქცია.
როგორც ცნობილია, დაკავებულების უმეტესობა იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდა.