ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა სოფელ დიმში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს "ჭაჭის" გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ.
როგორც დიმის მცხოვრებლები აცხადებენ, ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დახმარება მეზობელმა სცადა, რის შემდეგაც ორივე მათგანი გარდაიცვალა.
სავარაუდოდ, მამაკაცების გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია.