ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში აქტიურად კვლავ ორ მოქალაქეს ეძებენ.მისივე თქმით, ამ დროისთვის ნაპოვნი 31 მოქალაქიდან ორ ადამიანს იდენტიფიცირების პროცედურები უტარდება.
„ამ დროისთვის მდგომარეობა უცვლელია. ნაპოვნია 31 გარდაცვლილის ცხედარი, ორ გარდაცვლილზე მიმდინარეობს დნმ-ის კვლევა. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ადამიანების ძებნა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე იარსებებს სულ მცირე მოსაზრება იმისა, რომ შესაძლებელია ისინი ინახოს“, - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.